“ევროპის უნივერსიტეტს” სამუშაო ვიზიტით ზაგრების უნივერსიტეტის (ხორვატია) პროფესორი, დოქტორი ანა რეპი ეწვია.
ვიზიტის უპირველესი მიზანი საერთაშორისო კონსორციუმის ფარგლებში ერთობლივ საპროექტო განაცხადზე მუშაობაა.
პარტნიორობა ეფუძნება ორ უნივერსიტეტს შორის გაფორმებულ მემორანდუმს, რომელიც გულისხმობს თანამშრომლობას კვლევითი საქმიანობის, სტუდენტთა გაცვლისა და აკადემიური პერსონალის განვითარების მიმართულებით.
დოქტორი რეპი სამუშაო ფორმატში შეხვდა “ევროპის უნივერსიტეტის” რექტორს ნინო ტალიაშვილს, ვიცე-რექტორს საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში და უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციაზე პასუხისმგებელ სხვა პირებს.
ვიზიტის დროს დოქტორ რეპს ასევე მიეცა შესაძლებლობა, დასწრებოდა “ევროპის უნივერსიტეტის” პირველკურსელთა მისასალმებელ ღონისძიებას და გასცნობოდა აქტიურ საუნივერსიტეტო ცხოვრებას.
ეს თანამშრომლობა განასახიერებს ზაგრების უნივერსიტეტისა და “ევროპის უნივერსიტეტის” ერთგულებას გლობალური კავშირების ხელშეწყობისა და ცოდნის გაცვლა-გაზიარების მიმართ.
1669 წელს დაარსებული ზაგრების უნივერსიტეტი არის ხორვატიის უძველესი და უდიდესი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ცნობილია აკადემიური ბრწყინვალების მდიდარი ისტორიითა და ცოდნის სხვადასხვა სფეროში შეტანილი წვლილით.