ქეთევან ომიაძე “ევროპის უნივერსიტეტის” ალერგოლოგიის და იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა.
“ევროპის უნივერსიტეტი” აფილირებული პროფესორი ქეთევან ომიაძე 1993-2000 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, პედიატრიულ ფაკულტეტზე, 2001–2004 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტშია გაიარა რეზიდენტურის კურსი ალერგოლოგიას და კლინიკურ იმუნოლოგიაში, 2008 წელს მიიღო დოქტორის აკადემიური ხარისხი.
ჩართული იყო სხვადასხვა ტრენინგ-კურსებს, სემინარებსა თუ სამეცნიერო აქტივობებში, როგორიცაა: საქართველოს პედიატრთა აკადემიის მეორე საერთაშორისო კონგრესი, საქართველოს რესპირატორული ასოციაციის მე-6 საერთაშორისო კონგრესი, ევროპის რესპირაციული ასოციაციის კვლევითი სემინარი, ზალცბურგის სამედიცინო სემინარი: კანის ანთებითი დაავადებები, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის მეხუთე საერთაშორისო კონგრესი, პირველი სკოლა სემინარი იმუნოლოგიაში, ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის საქართველოს მერვე კონგრესი, საქართველოს პედიატრთა აკადემიის პირველი საერთაშორისო კონგრესი, ჯანმო ფორუმი, ევროპის რესპირატორული ასოციაციის კონგრესი, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კავშირი, მეექვსე კონფერენცია, ევროპის ალერგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიის XXIX კონგრესი, ევროპის ალერგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიის პედიატრიული ალერგიისა და ასთმის შეხვედრა, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კავშირი, მეხუთე კონგრესი, ევროპის ალერგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიის XXVII კონგრესი, GA2LEN/ევროპის ალერგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიის საზაფხულო სკოლა.