სხვა სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტში Onco2017-ის შესარჩევი კონფერენცია ჩატარდა

2017 წლის 6 ნოემბერს, ევროპის უნივერსიტეტში ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია – Onco2017-ის შესარჩევი კონფერენცია ჩატარდა. უნივერსიტეტის ჟიურიმ, რომლის თავჯდომარეც ამავდროულად საბოლოო კონფერენციის ჟიურის წევრიც იქნება, 3 საუკეთესო ნაშრომი გამოავლინა.

საერთაშორისო პროექტი საქართველოში უკვე მეორედ ტარდება და მისი მთავარი თემაა სიახლეები ონკოლოგიაში. პროექტი ონკოლოგიის ირგვლივ აერთიანებს მედიცინის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, ექიმებს, მეცნიერებსა და ყველა დაინტერესებულ პირებს.

Onco2017-ის ფარგლებში, 2018 წლის 8-12 იანვარს, პროექტის მონაწილეთათვის ლექცია-კურსები გაიმართება. 13-14 იანვარს კი, დასკვნითი კონფერენცია ჩატარდება. პროექტის წარჩინებულსა და გამორჩეულ დელეგატებს შესაბამისი ჯილდოები გადაეცემათ.

 

 

 

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *