საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” რექტორი ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

Estonia

“ევროპის უნივერსიტეტის” რექტორი, ნინო ტალიაშვილი, სამუშაო ვიზიტით  ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტში  (ტარტუ, ესტონეთი)  იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სტრუქტურის/საქმიანობის/სასწავლო კურიკულუმის გაცნობა, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის განმახორციელებელ პერსონალთან შეხვედრები, საუნივერსიტეტო კლინიკაში ვიზიტები, პრაქტიკული სამუშაოებისთვის განკუთვნილი ლაბორატორიების გაცნობითი ტური და სხვა აქტივობები პარტნიორი უნივერსიტეტის საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მიზნით.

“ევროპის უნივერსიტეტის” რექტორი ასევე შეხვდება ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტის რექტორს და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებს.

ვიზიტი ხორციელდება “ერაზმუს+” ინსტიტუტიციური განვითარების პროგრამის პროექტის “სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით (VETPRO)“ (ERASMUS-EDU-2022-CBHE-STRAND 1-101082479) ფარგლებში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *