“ევროპის უნივერსიტეტსა” და “ლატვიის კულტურისა და ეკონომიკის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
მხარეთა მიერ “ერაზმუს+” საერთაშორისო კრედიტ-მობილობის ფარგლებში მომზადებული ერთობლივი განაცხადის საფუძველზე ორივე უნივერსიტეტს უკვე აქვს შესაძლებლობა, უმასპინძლოს შერჩეულ სტუდენტებსა და ადმინისტრაციულ/აკადემიურ პერსონალს სასწავლო აქტივობებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით.
“ლატვიის კულტურისა და ეკონომიკის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი” ლატვიური უნივერსიტეტების რანჟირების U-Multirank სიაში პირველ ადგილს იკავებს.
უნივერსიტეტი 1998 წელს დაარსდა და მას შემდეგ აქტიურად თანამშრომლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან დასავლეთ და ცენტრალური ევროპის მასშტაბით “ერაზმუს+” მობილობის ფარგლებში.