2017 წლის 6 ნოემბერს, ახალგაზრდულმა სამეცნიერო გაერთიანებამ და ევროპის უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. აღნიშნული მხარეებს შესაძლებლობას მისცემს ერთობლივად გამართონ ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა ღონისძიება.
მემორანდუმის ძირითადი მიზნებია სტუდენტების ჩართვა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში, კონფერენციების, კონგრესების, საჯარო ლექციების, მასტერკლასების, ტრენინგებისა და სხვა სახის საგანმანათლებლო პროექტების, ასევე, სხვადასხვა სახის საქველმოქმედო აქციებისა და საზოგადო აქტივობების ორგანიზება, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების თანამშრომლობის ხელშეწყობა.
YSU – ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება საქართველოს მედიკოსი სტუდენტების მიერ დაარსდა. ორგანიზაცია მიზნად ისახავს მეცნიერებით დაინტერესებული ახალგაზრდების გაერთიანებას, ცოდნისა და გამოცდილების ერთმანეთთან გაზიარებას, ასევე, სოციალურად აქტიური საზოგადოების ჩამოყალიბებას.