სოფიკო ჩილინდრიშვილი

წარმატებული სტუდენტი

სოფიკო ჩილინდრიშვილი ევროპის უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია. ის პირველი კურსიდან დასაქმებული გახლდათ სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანაშემწის პოზიციაზე. ამჟამად კი სოფიკო სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის თანამშრომელია.

რატომ ევროპის უნივერსიტეტი?
„ევროპის უნივერსიტეტმა მომცა საშუალება, გავმხდარიყავი მისი მზარდი და წარმატებული გუნდის წევრი. Რაც მთავარია, ამ ყველაფრის შესაძლებლობა სწავლის პარალელურად მომეცა, როდესაც მონაწილეობა მივიღე საერთაშორისო პროფესიულ ტრენინგ კურსებში და გავატარე აქტიური სტუდენტური ცხოვრება“.