საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტი კახა ფუტკარაძე გაცვლითი პროგრამით დაუგავპილსის უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას

evropis-universitetis-studenti-kakha-putkaradze-gatsvliti-programit-daugavpilsis

“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტი კახა ფუტკარაძე გაცვლითი პროგრამით ლატვიაში, დაუგავპილსის უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას.

კახა ფუტკარაძე ინფორმატიკის პროგრამის მესამე კურსის სტუდენტია. ის მეორე კურსიდან სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტიპენდიატია. იგი სწავლას “ერაზმუს+” გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ინფორმატიკის პროგრამაზე გააგრძელებს.

“საერთაშორისო მობილობა არის მომავლისთვის უნიკალური შესაძლებლობა, შესაბამისად ველი დიდი გამოცდილების მიღებას, პიროვნულ, პროფესიულ თუ კარიერულ განვითარებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩემი მომავალი კარიერისთვის.

“ევროპის უნივერსიტეტი“ არის ადგილი, სადაც ყოველდღიურად ძალიან დიდ დროს ვატარებ. პირველივე კურსიდან ვარ თვითმმართველობის აქტიური წევრი და პრეზიდენტი, ასევე პირველი კურსიდან ვმუშაობ “ევროპის უნივერსიტეტში” პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრად სამართლის ინსტიტუტის ვებგვერდებზე. ვფიქრობ,აღნიშნული გამოცდილება დამეხმარა, რომ მარტივად მოვერგო უცხო გარემოს და სწრაფად ჩავერთო სასწავლო პროცესში”, – აცხადებს კახა ფუტკარაძე.

“ევროპის უნივერსიტეტი” აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან. სტუდენტები, რომლებმაც გასაუბრებები წარმატებით გაიარეს და ინგლისური ენის ცოდნის დონე დააკმაყოფილეს, “ერაზმუს+” გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 2023-24 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრში სრული დაფინანსებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების უნივერსიტეტებში ისწავლიან.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *