2019 წლის 14 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით ევროპის უნივერსიტეტს ამერიკელი პროფესორი ინდიანას შტატიდან, ადვოკატი დევიდ კოლბე ეწვევა, რომელიც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ სერტიფიცირებულ ტრენინგ-კურსს ჩაატარებს.
კურსს სრულად აფინანსებს ევროპის უნივერსიტეტი. მასში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს, ასევე სამართლის სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.
ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან აშშ-ში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მუშაობის პრინციპებს. განხილული იქნება სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება.
უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი.
შესაბამისი ტესტირების ჩაბარების შემდგომ გაიცემა სერტიფიკატი.
იხილეთ დღის წესრიგი (მიმაგრებული ფაილი).
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე. (რეგისტრაციის ბოლო ვადაა 20 სექტემბერი)
შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება საორგანიზაციო ჯგუფი.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: 591952024