ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ჟურნალმა „სამართალი და მსოფლიო“ საერთაშორისო ინდექსირებადი ბაზის IJ FACTOR-ის შეფასება (Impact Factor) მოიპოვა. ჟურნალის რეიტინგი 3.65 ქულით განისაზღვრა (Ranking: A+), რაც „სამართალი და მსოფლიოს“ მაღალ საერთაშორისო ავტორიტეტს განაპირობებს. აღსანიშნავია, რომ IJ FACTOR-ის ბაზაში შეფასების 8 საფეხურიანი სისტემა მოქმედებს (B; B+; B++; B+++; A; A+; A++; A+++) სადაც „სამართალი და მსოფლიო“ ერთ-ერთ მაღალ ნიშნულს იკავებს.
The International Journal Impact Factor (IJIFACTOR) არის მსოფლიოში არსებული მონაცემთა ბაზებისა და ჟურნალების საჯაროდ ხელმისაწვდომი არაკომერციული პორტალი. იგი კვლევისა და სამეცნიერო წრეებისათვის მნიშვნელოვანი ღირებულებების მატარებელია, რადგან მსოფლიოში არსებული მაღალი ხარისხის, რეფერირებად-რეცენზირებადი ჟურნალებისა და უამრავ სტატიის 100%-იან ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.