ევროპის უნივერსიტეტის სამართლებრივი დახმარების ცენტრს ბავშვის მეურვეობასა და განქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, იურიდიული კონსულტაციის გაწევის მიზნით, დაინტერესებულმა პირმა მიმართა. ცენტრის კოორდინატორებმა განუმარტეს მოქალაქეს საოჯახო-სამართლებრივი საკითხები, მისი უფლება-მოვალეობები და შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაცია მოუმზადეს.
ევროპის უნივერსიტეტის სამართლებრივი დახმარების ცენტრი, რომლის საქმიანობაშიც პროფესიონალი იურისტების ზედამხედველობით, აქტიურად არიან ჩართულები სამართლის პროგრამის სტუდენტები, კვლავ წარმატებით აგრძელებს მოქალაქეთათვის სამართლებრივი მომსახურების გაწევას.