სხვა სიახლეები

ნატო-საქართველოს ურთიერთობა და ნატოს დღევანდელი გამოწვევები

nato-sakartvelos-urtiertoba-da-natos-dghevandeli-gamocvevebi

2019 წლის 29-30 ივნისს, ევროპის უნივერსიტეტში ახალგაზრდების განვთარების რიგით მე-7 კონგრესი ჩატარდა, რომელიც ნატოს 70 წლის იუბილეს მიეძღვნა.

კონგრესის თემატიკა იყო: ჰიბრიდული საფრთხეები, ნატო-საქართველოს ურთიერთობა და ნატოს დღევანდელი გამოწვევები.
ნატოს დღევანდელ გამოწვევებსა და ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე ნატოსა და ევროკავშირის ცენტრის სპეციალისტმა და სექტორი 3-ის ექსპერტმა მარიამ ჯაფარიძემ ისაუბრა, ხოლო ჰიბრიდულ საფრთხეებზე გაეროში 2017-2018 წლებში ახალგაზრდობის წარმომადგენელმა – გიორგი ტუმასიანმა.

პროექტი 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პირველ დღეს დელეგატებს  შესაძლებლობა ქონდათ მოესმინათ სპიკერების მიერ წაკითხული ლექცია, რომელიც ინტერაქციული ხასაითის იყო. ამავე დღეს დელეგატები გადანაწილდნენ 3 ჯგუფად და ზემოაღნიშნულ სამ თემატიკაზე მოამზადეს პრეზენტაციები. ჯგუფიდან მხოლოდ 1 დელეგატს ჰქონდა შესაძლებლობა წარედგინა მათ მიერ დამუშავბული თემატიკა. ღონისძიების მეორე დღეს, დელეგატებმა პრეზენტაციები წარადგინეს, რომელიც გიორგი ტუმასიანმა და YATA საქართველოს ბორდის წევრმა მარიანა გელაშვილმა შეაფასა.

ღონისძიების ბოლოს საუკეთესო გუნდი, საუკეთესო სპიკერი და საუკეთესო დელეგატი გამოვლინდა, რომლებსაც სიმბოლური პრიზები გადაეცათ. ღონისძიების ყველა დელეგატს კი გადაეცა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ახალგაზრდების განვითარების კონგრესი არის ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლა აიესაის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც წელიწადში მხოლოდ ერთხელ ტარდება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *