2019 წლის 28 ივნისს, ევროპის უნივერსიტეტმა პარტნიორი ორგანიზაციებისთვის ბიზნეს ვახშამი გამართა. შეხვედრის მიზანი იყო მედიცინის სფეროში მოღვაწე დამსაქმებლების მიერ ევროპის უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის შეფასება და მათი რეკომენდაციების მიღება.
შეხვედრაში მონაწილე თბილისის წამყვანი კლინიკებისა და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებმა განიხილეს მედიცინის განახლებული პროგრამა, კერძოდ, პროგრამის სასწავლო გეგმა, პროგრამის მიზანი და შედეგები.
პარტნიორებმა ისაუბრეს მათ მოლოდინებზე კურსდამთავრებულთა მიმართ. განიხილეს ის ძირითადი კომპეტენციები, რომელთა ფლობაც გაზრდის მოთხოვნას კურსდამთავრებულებზე და კონკურენტუნარიანს გახდით მათ სამედიცინო ბაზარზე.
ღონისძიების მეორე ნაწილში სტუმრებმა საკონფერენციო დარბაზიდან არაფორმალურ გარემოში გადაინაცვლეს, სადაც სამომავლო პერსპექტივები და ურთიერთთანამშრომლობის სხვადასხვა საკითხები განიხილეს.