2019 წლის 30 ივნისს, ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში სამოქალაქო საქმეზე იმიტირებული პროცესი გამართეს.
სტუდენტების მიერ განხილულ იქნა სამოქალაქო დავა საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებული კურსის – სამოქალაქო საპროცესო სამართლის ფარგლებში.
ღონისძიებას ორგანიზებას უწევდა საგნის პედაგოგი, ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ზურაბ ჭყონია.პროცესის დასასრულს, ზურაბ ჭყონიამ სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა.
იმიტირებული სასამართლო პროცესი სტუდენტებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.