2019 წლის 21 ივნისს, ევროპის უნივერსიტეტს ლანჯოუს უნივერსიტეტის პროფესორი, ქართული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ჩი რუშანი ეწვია, რომელიც წლების განმავლობაში კონფუცის ინსტიტუტის ჩინური მხარის დირექტორი იყო საქართველოში.
გაიმართა ჩინელი პროფესორის შეხვედრა ევროპის უნივერსიტეტის რექტორთან ბ-ნ ლაშა კანდელაკიშვილთან.
აქვე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ლანჯოუს უნივერსიტეტის ქართულ სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და ევროპის უნივერსიტეტს შორის, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლას, ერთობლივი სამეცნიერო კვლევებისა და პროექტების განხორციელებას.
აღსანიშნავია, რომ ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი დალი ბერკაციშვილი სექტემბრიდან სწორედ ლანჯოუს უნივერსიტეტში მიემგზავრება სასწავლებლად კონფუცის ინსტიტუტის გრანტით.