2019 წლის 20 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით, ევროპის უნივერსიტეტში პროექტი: „ევროპარლამენტის ახალგაზრდული ასამბლეა 2019” გაიმართა. პროექტი ევროპის უნივერსიტეტისა და „ლიდერები გლობალური ცვლილებებისთვის“ ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ევროპის უნივერსიტეტისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა განიხილეს მსოფლიოში მიმდინარე ყველაზე აქტუალური პრობლემები, გაიღრმავეს ლიდერული უნარ-ჩვევები, იმუშავეს კრიზისული სიტუაციების მართვასა და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენაზე.
თითოეულ მონაწილეს საერთაშორისო სერთიფიკატი გადაეცა.