სხვა სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე

evropis-universiteti-atskhadebs-vakansias-sazogadoebastan-urtiertobis-menejeris

შპს “ევროპის უნივერსიტეტი” (www.eu.edu.ge) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს აკადემიური, უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამებს და გასცემს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს. ჩვენ ვართ ორიენტირებულნი ხარისხზე, მუდმივ განვითარებაზე და  თანასწორი გარემოს შექმნაზე.

ევროპის  უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე 
მდებარეობა: ქ. თბილისი, 0141, გურამიშვილის გამზ. 76;
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები :

  • ბრენდის პრომოუშენის არხების (ჟურნალები, ინტერნეტ საიტები, სარეკლამო კომპანიები და სხვა) განსაზღვრა და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება როგორც ქართულ, ისე უცხოურ ბაზარზე;
  • ბრენდის მახასიათებლებისა და ძირითადი ღირებულებების მაქსიმალური კომუნიკაცია როგორც გარე მხარეებთან ასევე უნივერისიტეტის თანამშრომლებთან;
  • ბრენდის პრომოუშენის სტრატეგიის დამუშავება მასიური არხებით (მაგ.: ბილბორდები, ტელევიზია, რადიო და ა.შ),;
  • უნივერსიტეტის ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელების მართვის სტრატეგიის დამუშავება და განხილვა/დამტკიცების უზრუნველყოფა;
  • უნივერსიტეტის სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლების მიზნით იდეების მოგროვების, შერჩევისა და პროექტებად დამუშავება, უფლებამოსილ პირთან მათი კომუნიკაცია და აღსრულების კოორდინაცია;
  • მედია საშუალებებთან ეფექტური კომუნიკაციის აწყობა და უნივერსიტეტის აქტივობებიდან გამომდინარე თანამშრომლობა;
  • რეპუტაციის ამაღლების მიზნით სხვადასხვა პროექტების (მაგ.: ოლიმპიადების, ცნობილი ადმიანების სემინარების, კონფერენციების)
  • ინიცირება და ორგანიზებაში მონაწილეობა, ადგილებზე ბრენდის მახასიათებლების სათანადოდ წარმოჩენა;
  • ბრენდის პოზიციონირების შესაბამისად სხვადასხვა სოციალური და საქველმოქმედო აქტივობების ორგანიზება და აქტიური მონაწილეობა;
  • უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული ბრენდისა და პიარ აქტივობების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი გავრცელება როგორც მასიურ ასევე ინტერნეტ მედიაში;
  • უნივერსიტეტის ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელების მუდმივი მონიტორინგი, უნივერსიტეტის იმიჯისა და რეპუტაციის შემლახველი საფრთხეების დროულად გამოსავლენად;
  • უნივერსიტეტის წინაშე უკვე დამდგარ რეპუტაციულ რისკებზე რეაგირების რეკომენდაციების დამუშავება, უფლებამოსილ პირებთან რეკომენდაციების შეფასება, საჭიროების შემთხვევაში მათი კორექტირება და განხორციელება;
  • ბრენდის განვითარების განხორციელებული აქტივობებისა და პიარ კამპანიების შედეგების შეფასება, ანალიზი და შემდგომი ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში გათვალისწინება;
  • უნივერისტეტის თანამშრომლების უზრუნველყოფა სარეკლამო და ბრენდირებული მასალებით, უნივერისტეტის და მისი კორპუსების იერსახეზე ზრუნვა და ცვლილებების ინიცირება;
  • უნივერსიტეტის ვებგვერდის და სოციალური ქსელების კონცეფციის შემუშავების, განვითარების, განსათავსებელი მასალების მომზადებისა და ეფექტური გავრცელების უზრუნველყოფა;
  • მედია საშუალებებთან საკომუნიკაციო არხების აწყობა და მათთვის მნიშვნელოვანი სიახლეების/ინფორმაციების მიწოდების უზრუნველყოფა;
  • უნივერსიტეტის სტუდენტთა გამოსაშვები საღამოს, მისაღები და საახალწლო ღონისძიებების, კურსდამთავრებულებთან შეხვედრის და სხვა ამგვარი საიმიჯო ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება;
  • ახალი კონტიგენტისა და მობილობის მსურველი სტუდენტების მოზიდვის მიზნით, სხვადასხვა აქტივობის განხორციელება PR-ის მიმართულებით;
  • თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის და/ან მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკის სპეციალობით;
  • მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, მათ შორის სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
  • ინგლისური ენა – სრულყოფილად (მეტყველება, წერა).

დამატებითი მოთხოვნა:
განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
  • სიახლეებისა და ცვლილებების ინიცირებისა და პროფესიულ საქმიანობაში დანერგვის უნარი.

კონკურსის ვადები:

  1. კონკურსი გამოცხადებულია არაუგვიანეს 2019 წლის 22 ივნისიდან;
  2. საბუთების მიღება იწარმოებს ვაკანსიის გამოცხადებიდან 4 ივლისის ჩათვლით;
  3. გასაუბრება ჩატარდება საბუთების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღის ვადაში;
  4. კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2019 წლის 12 ივლისისა.
  5. დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო განაცხადი და სხვა დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა წარადგინონ უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახურში ან გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე hr@eu.edu.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება – “საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი”.

,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად” თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე.  შესაბამისად, რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში ევროპის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას დაამუშავოს  აპლიკანტის პერსონალური მონაცემები შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *