16 ივნისს, ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და აკადემიური პერსონალი, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ვიზიტით, თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში იმყოფებოდა.
სხვადასხვა დარგის 9 სპეციალისტმა გამოკვლევა ჩაუტარა პანსიონატში მცხოვრებ ხანდაზმულებს.
უნივერსიტეტმა პანსიონატის მაცხოვრებლებს მცირედი საჩუქრები და მედიკამენტები გადასცა.
დღის ბოლოს, უნივერსიტეტის სტუდენტებმა მათთვის მომზადებული მუსიკალური სცენები წარმოადგინეს.