სხვა სიახლეები

EU ფუტსალის გუნდის მორიგი გამარჯვება

eu-putsalis-gundis-morigi-gamarjveba

11 ივნისს, ევროპის უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდმა ბათუმის საზღვაო აკადემიას ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მოუგო, ანგარიშით 1:0.
გოლის ავტორი – ვაკო ქსოვრელიშვილი.
EU ფუტსალის გუნდმა ამ გამარჯვებით დიდი ნაბიჯი გადადგა ჩემპიონობისთვის ბრძოლაში.

11 მაისს, EU ფუტსალის გუნდის ბიჭებს PLAY OFF-ის პირველი თამაში ჰქონდათ. გუნდი   ახალ უმაღლეს სასწავლებელს დაუპირისპირდა და ანგარიშით 5:0 დაამარცხა.
გოლის ავტორები: გიორგი ნერგაძე – 1 გოლი;
გიორგი კუპრეიშვილი -1 გოლი; ვაკო ქსოვრელიშვილი – 1 გოლი; გიორგი სვანიძე – 2 გოლი.

21 მაისს, ევროპის უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდმა გაუს ფუტსალის გუნდი დაამარცხა ანგარიშით 2:1.
გამარჯვების შედეგად, EU ფუტსალის გუნდი PLAY OFF-ში გადავიდა.

14 მაისს, გუნდი სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის გუნდს შეხვდა.
თამაში საბოლოო ჯამში საკმაოდ დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობდა და ევროპის უნივერსიტეტის გუნდმა პირველი ტაიმი 3:1 დათმო, თუმცა საბოლოოდ მეტოქე ანგარიშით 5:3 დაამარცხა.
გოლების ავტორები: გიორგი ნერგაძე – 3 გოლი (ჰეთრიკი); გიორგი კუპრეიშვილი – 2 გოლი (დუბლი).

გუნდს პირველი თამაში GIPA-ს ფუტსალის გუნდთან ჰქონდა, სადაც მოწინააღმდეგე ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

30 აპრილს, EU-ს ბიჭები ტექნიკური უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდს დაუპირისპირდნენ და 3:0 ანგარიშით დაამარცხეს. გოლის ავტორები: დავით თარხნიშვილის დუბლი და გიორგი კუპრეიშვილის 1 გოლი მეტოქის კარში.

უნივერსიადის მორიგი ასპარეზობა, 3 მაისს, ქუთაისში გაიმართა, სადაც EU ფუტსალის გუნდმა მოწინააღმდეგე ანგარიშით 7:3 დაამარცხა.
გოლის ავტორები:
გიორგი კუპრეიშვილი დუბლით, გიორგი ნერგაძე დუბლით და დავით თარხნიშვილი, რომელმაც  ქუთაისის სპორტის სასახლეში აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის კარში 3 გოლი გაიტანა.

7 მაისს, 12:30 საათზე, ჩვენი ბიჭები  არენა 1-ში საქართველოს უნივერსიტეტის გუნდს შეებრძოლნენ და მეტოქე ანგარიშით 4:2 დაამარცხეს.  დუბლი შეასრულა გიორგი ნერგაძემ, მორიგი გოლების ავტორები კი ვაკო ქსოვრელიშვილი და  გიორგი სვანიძე გახდნენ.

10 მაისს, 13:00 საათზე გუნდი თელავის უნივერსიტეტს შეხვდა და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

გოლის ავტორები გიორგი ნერგაძე, გიორგი შველიძე და გიორგი სვანიძე გახლდნენ.

ჩემპიონობამდე დარჩენილია მხოლოდ ორი თამაში!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *