2019 წლის 25 მაისს, ევროპის უნივერსიტეტში სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „უსაფრთხოების პრობლემა საერთაშორისო ურთიერთობებში“.
ლექციას უძღვებოდა ევროპელ ახალგაზრდა კონსერვატორთა ორგზის არჩეული პრეზიდენტი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს წევრი ქეთევან მამულაშვილი.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მსოფლიოში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე, კერძოდ, განხილულ იქნა ტერორიზმის საფრთხეები ევროკავშირის ქვეყნებში და მის პარტნიორ სახელმწიფოებში, რუსეთის ინტერვენცია საქართველოში და რუსეთის პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიმართ.
ლექცია დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.