2019 წლის 14 მაისს, ევროპის უნივერსიტეტის ხარისხსის უზრუნველყოფის სამსახური, სტუდენტთა და კურსდამთვარებულთა მომსახურების ცენტრი და ინფორმატიკის პროგრამის ხელმძღვანელი პარტნიორი დამსაქმებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრა არაფორმალურ გარემოში წარიმართა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა განიხილეს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა პრაქტიკის, სტაჟირებისა და დასაქმების პერსპექტივები.
პოტენციურმა დამსაქმებლებმა უნივერსიტეტს გაუზიარეს ინფორმატიკის საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებული რეკომენდაციები მისი შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებთან მორგების მიზნით და დასახეს სამომავლო თანამშრომლობისა და მის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები.