2019 წლის 17-18 მაისს, მკლავჭიდის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც საბერძნეთში ქალაქ ლუტრაკში გაიმართა, ეგრედ წოდებულ ახალგაზრდებში 21 წლამდე, 60 კილოგრამი წონით კატეგორიაში, ევროპის უნივერსიტეტის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი დათუნა ჟიშკარიანი ჩემპიონი გახდა.
დათუნა სამგზის საქართველოს ჩემპიონი, სამგზის ევროპის ჩემპიონი და ერთგზის მსოფლიო ჩემპიონია.
ჩემპიონატზე დათუნა ჟიშკარიანმა ორივე ხელში იასპარეზა. მარცხენა ხელში მეორე ადგილი აიღო და გახდა ვიცე ჩემპიონი, ხოლო მარჯვენა ხელში პირველი ადგილი აიღო და გახდა ევროპის ჩემპიონი.