2018 წლის 29 ივნისს, ჩიკაგოს უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა – ნენსი სკანელმა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს გადასცა სერტიფიკატები და ილინოისის უნივერსიტეტის ფინანსური წიგნიერების ელექტრონული სამკერდე ნიშნები (Financial literacy badge). აღნიშნულ სამკერდე ნიშნებზე შენახული ინფორმაცია ილინოისის უნივერსიტეტის ბაზაში განთავსდება, მასზე წვდომა კი მსხვილ ამერიკულ კომპანიებს ექნებათ. ამ გზით, სტუდენტებს საშუალება მიეცათ კონკურენტუნარიანები გახდნენ საერთაშორისო შრომით ბაზარზე.
ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით, ნენსი სკანელის სასერტიფიკატო კურსი “შესავალი ფინანსებში” 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროექტში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც ევროპის უნივერსიტეტის, ისე სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.