2019 წლის 14 მაისს ევროპის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტმა საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებაში ჩართული აკადემიური და მოწვეული პერსონალის შეფასების განახლებული სისტემის გაცნობის მიზნით, გამართა შეხვედრა სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან.
განახლებული შეფასების სისტემა გულისხმობს აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი და აკადემიური საქმიანობის, ხოლო მოწვეული პერსონალის აკადემიური საქმიანობის შეფასებას. შეფასების პროცესში ჩართულია სტუდენტები, ფაკულტეტის დეკანი, პრორგამის ხელმძღვანელი, სასწავლო პროცესის მენეჯერები და საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი. შეხვედრას ესწრებოდნენ სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების აკადემიური და მოწვეული პერსონალი.
შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაანალიზდა შეფასების კომპონენტები და ინდიკატორები და შეფასების პროცედურები.
შეფასების განახლებული სისტემის მიხედვით აკადემიური და მოწვეული პერსონალის შეფასება განხორციელდება 2018-2019 აკადმიური წლის ბოლოს.