EU ფუტსალის გუნდი უნივერსიადის პირველ ლიგაში წარმატებით ასპარეზობს.
14 მაისს, 12:30 წუთზე გუნდი სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის გუნდს შეხვდა.
თამაში საბოლოო ჯამში საკმაოდ დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობდა და ევროპის უნივერსიტეტის გუნდმა პირველი ტაიმი 3:1 დათმო, თუმცა საბოლოოდ მეტოქე ანგარიშით 5:3 დაამარცხა.
გოლების ავტორები გიორგი ნერგაძე – 3 გოლი (ჰეთრიკი);
გიორგი კუპრეიშვილი – 2 გოლი (დუბლი).
გუნდს პირველი თამაში GIPA-ს ფუტსალის გუნდთან ქონდა, სადაც მოწინააღმდეგე ანგარიშით 4:0 დაამარცხა.
30 აპრილს, EU-ს ბიჭები ტექნიკური უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდს დაუპირისპირდნენ და ისინი 3:0 ანგარიშით დაამარცხეს. გოლის ავტორები:
დავით თარხნიშვილის დუბლი და გიორგი კუპრეიშვილის 1 გოლი მეტოქის კარში.
უნივერსიადის მორიგი ასპარეზობა, 3 მაისს, ქუთაისში გაიმართა, სადაც EU ფუტსალის გუნდმა მოწინააღმდეგე ანგარიშით 7:3 დაამარცხა.
გოლის ავტორები:
გიორგი კუპრეიშვილი დუბლით, გიორგი ნერგაძე დუბლით და დავით თარხნიშვილი, რომელმაც ქუთაისის სპორტის სასახლეში აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის კარში 3 გოლი გაიტანა.
7 მაისს, 12:30 საათზე, ჩვენი ბიჭები არენა 1-ში საქართველოს უნივერსიტეტის გუნდს შეებრძოლნენ და მეტოქე ანგარიშით 4:2 დაამარცხეს. დუბლი შეასრულა გიორგი ნერგაძემ, მორიგი გოლების ავტორები კი ვაკო ქსოვრელიშვილი და გიორგი სვანიძე გახდნენ.
10 მაისს, 13:00 საათზე გუნდი თელავის უნივერსიტეტს შეხვდა და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
გოლის ავტორები გიორგი ნერგაძე, გიორგი შველიძე და გიორგი სვანიძე გახლდნენ.