“ევროპის უნივერსიტეტში“ სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის საბუთების მიღება 29 აგვისტოდან დაიწყება. 2023-24 აკადემიური წლისთვის გთავაზობთ შემდეგ პროგრამებს:
საბუთების მიღება იწარმოებს 2023 წლის 29 აგვისტოდან 16 სექტემბრის ჩათვლით.
სამაგისტრო პროგრამებზე მიღების წინაპირობებია:
ა) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
ბ) საერთო სამაგისტრო გამოცდა;
გ) ტესტირება ინგლისურ ენაში (აპლიკანტმა უნდა დაადასტუროს B2 დონეზე ინგლისური ენის ფლობა). სტუდენტი უფლებამოსილია ენობრივი კომპეტენციის დონის დასადასტურებლად წარმოადგინოს შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი (CEFR B2, IELTS exam – 5.5, BEC exam and CELS exam – Vantage, Cambridge exam – FCE, TOEIC – 785, TOEFL iBT – 72, TOEFL ITP – 543);
დ) გასაუბრება სპეციალობაში.
“ევროპის უნივერსიტეტის” სამაგისტრო საფეხურზე სწავლის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომის და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ; უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში პირი ვალდებულია წარმოადგინოს მიღებული განათლების აღიარების შესახებ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი.
- ფოტოსურათი 3X4 ერთი ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სამხედრო აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ვაჟების შემთხვევაში;
- სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი ბარათი.
საბუთების მიღება იწარმოებს ადმინისტრაციული კორპუსის პირველ სართულზე: ოთახი №103, ორშაბათიდან – შაბათის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (შესვენება – 14:00 – 15:00 საათი), მის. გურამიშვილის გამზირი № 76.
შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა ჩატარდება ორ ნაკადად: I ნაკადი – ის პირები, ვინც საბუთებს 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით შემოიტანენ, II ნაკადი – ის პირები, ვინც საბუთებს 11 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით ჩათვლით შემოიტანენ.
I ნაკადისთვის გამოცდები ჩატარდება შემდეგი გრაფიკით:
უცხო ენის გამოცდა – 11 სექტემბერი (გამოცდა ჩატარდება შპს “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესის შესაბამისად)
- უცხო ენის გამოცდის შედეგების გამოცხადება – 13 სექტემბერი;
- სააპელაციო განაცხადის წარმოდგენა – 13-14 სექტემბერი;
- აპელაციის შედეგების გამოცხადება – 15 სექტემბერი
გასაუბრება სპეციალობაში – 18 სექტემბერი
- შედეგების გამოცხადება – 19 სექტემბერი;
- სააპელაციო განაცხადის წარმოდგენა – 19-20 სექტემბერი;
- აპელაციის შედეგების გამოცხადება – 21 სექტემბერი
II ნაკადისთვის გამოცდები ჩატარდება შემდეგი გრაფიკით:
უცხო ენის გამოცდა – 18 სექტემბერი (გამოცდა ჩატარდება შპს “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესის შესაბამისად);
- უცხო ენის გამოცდის შედეგების გამოცხადება – 20 სექტემბერი;
- სააპელაციო განაცხადის წარმოდგენა – 20-21 სექტემბერი;
- აპელაციის შედეგების გამოცხადება – 22 სექტემბერი.
გასაუბრება სპეციალობაში – 25 სექტემბერი;
- შედეგების გამოცხადება – 26 სექტემბერი;
- სააპელაციო განაცხადის წარმოდგენა – 26-27 სექტემბერი;
- აპელაციის შედეგების გამოცხადება – 28 სექტემბერი;
საბოლოო შედეგების გამოცხადება – 28 სექტემბერი;
რანჟირების დოკუმენტის გამოცემა – 29 სექტემბერი
ხელშეკრულების გაფორმება – 29 სექტემბერი – 2 ოქტომბერი;
ჩარიცხვის შესახებ ბრძანების მომზადება – 3 ოქტომბერი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 032 2 000 171