“ევროპის უნივერსიტეტის” მიერ “ერაზმუს+” ინსტიტუციური განვითარების პროგრამისთვის წარდგენილი საპროექტო განაცხადი სახელწოდებით “განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პაციენტთა სტომატოლოგიური მომსახურების გაძლიერება და ექიმ-სტომატოლოგთა უწყვეტი განათლების ხელშეწყობა საქართველოში (Enhancement of special oral healthcare practice and lifelong learning among dental practitioners in Georgia, HEAL – 101129331) დადებითად შეფასდა და დაფინანსებისთვის შეირჩა.
პროექტი მიზნად ისახავს:
- სტომატოლოგიის პროგრამის განახლებას შშმ პირებისთვის სტომატოლოგიური მომსახურების გაუმჯობესების მიზნით
- პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტების მომზადება/გადამზადებას
- უწყვეტი განათლების (LLL) მოდულების შემუშავებასა და შეთავაზებას პრაქტიკოსი სტომატოლოგებისთვის საქართველოს სამ რეგიონში (თბილისი, იმერეთი, აჭარა)
- რეკომენდაციების მომზადებას სტომატოლოგიის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოსთვის
პროექტის პარტნიორები არიან:
“ევროპის უნივერსიტეტი” (საქართველო) (პროექტის კოორდინატორი)
შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (საქართველო)
სოფიის მედიცინის უნივერსიტეტი (ბულგარეთი)
პოზნანის მედიცინის მეცნიერებათა უნივერსიტეტი (პოლონეთი)
სტამბოლის აიდინის უნივერსიტეტი (თურქეთი)