სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ფორმატი და კრიტერიუმები

menejmentis-samagistro-programaze-misaghebi-shidasauniversiteto-gamotsdis-pormati-da

ევროპის უნივერსიტეტის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველმა პირმა უნდა ჩააბაროს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში და ინგლისურ ენაში.

გამოცდა სპეციალობაში მოიცავს გასაუბრებას. გასაუბრებისთვის თემატური საკითხები შერჩეულია ბიზნესის, ეკონომიკის, მენეჯმენტის, მარკეტინგის და ფინანსური მენეჯმენტის საკვანძო თემების მიხედვით.

გასაუბრების თემატიკის დეტალური აღწერა და შეფასების კრიტერიუმები იხილეთ აქ.

რეკომენდებული სახელმძღვანელო ლიტერატურა სპეციალობაში გასაუბრებისთვის:

  1. შენგელია თ., ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები. თბ., 2018წ. (ელ.რესურსი ხელმისაწვდომია შემდეგ ელ-მისამართზე: http://bpa.ge/book/book95.pdf )
  2. მენქიუ გ. ეკონომიკის პრინციპები, თბ. 2008 წ. (ელ.რესურსი ხელმისაწვდომია შემდეგ ელ-მისამართზე: https://www.academia.edu)
  3. ვანჰორნი ჯ., ვაჰოვიჩი ჯ., ფინანსური მენეჯმენტის საფუძვლები, თბ., 2008წ.
  4. არმსტრონგი გ.  კოტლერი ფ., მარკეტინგის საფუძვლები, თბ., 2014წ. (ელ.რესურსი ხელმისაწვდომია შემდეგ ელ-მისამართზე:  https://elibrary.sou.edu.ge/ge/books/marketing-an-introduction-7-e/229 )
  5. რობინსი ს., კოულტერი მ., მენეჯმენტი.მე 12 გამოც. თარგმ, თსუ,  2019

გამოცდა ინგლისურ ენაში

გამოცდა ინგლისურ ენაში ამოწმებს B2 დონის ფლობას ოთხივე ენობრივი უნარჩვევის მიხედვით (წერა, კითხვა, საუბარი, მოსმენა).

გამოცდის მაქსიმალური შეფასება: 100 ქულა.

თითოეული კომპონენტის მაქსიმალური შეფასება: 25 ქულა.

გამოცდა ინგლისურ ენაში ტარდება ორ ეტაპად:

პირველი ეტაპი საუბრის მოდული (Speaking Module) ტარდება გამომცდელთან პირისპირ (ინდივიდუალურად) ინტერვიუს სახით.

საუბრის კომპეტენცია ფასდება აპლიკანტისთვის B2 დონის შესაბამისი 5-6 შესაბამისი კითხვისა და სადისკუსიო თემის შეთავაზებით. გამოცდის ხანგრძლივობა – 15 წუთი.

მეორე ეტაპი – ტესტი (ტარდება წერითი ფორმით) ამოწმებს კანდიდატის სამ ძირითად ენობრივ უნარს: კითხვა, მოსმენა და წერა.

  • კითხვის კომპეტენცია: კითხვის დავალების შემთხვევაში მოცემულია ტექსტი და 10 დახურული კითხვა.
  • მოსმენის კომპეტენცია: მოსმენის კომპონენტი მოიცავს დახურული კითხვების მქონე ორ დავალებას.
    • პირველი დავალების შემთხვევაში, აპლიკანტი ერთხელ მოისმენს შესაბამის დავალებას.
    • მეორე დავალების შემთხვევაში, აპლიკანტი ორჯერ მოისმენს შესაბამის დავალებას.
  • წერის კომპეტენცია: წერის კომპონენტი მოიცავს ესეს დავალებას.  აპლიკანტი მოცემული რამდენიმე ვარიანტიდან ირჩევს ერთ ესეს, რომელიც 150-180 სიტყვისგან უნდა შედგებოდეს.

კომპონენტების შეფასების კრიტერიუმები აღწერილია ევროპის უნივერსიტეტში მოქმედი ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესში, გვ. 25-32 (https://eu.edu.ge/ge/legal-acts).

გამოცდა ჩაბარებულად ითვლება თუ აპლიკანტი დააგროვებს მინიმუმ 50% + 1 ქულას, ანუ 51 ქულას ოთხივე კომპონენტიდან.

ინგლისურ ენაში გამოცდის ხანგრძლივობა: 2 საათი

ინფორმაცია „ევროპის უნივერსიტეტის“ სამაგისტრო პროგრამებზე საბუთების მიღებასთან დაკავშირებით განთავსდება უახლოეს მომავალში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *