2019 წლის 17 მაისს, ევროპის უნივერსიტეტში, გაყიდვების მიმართულებით მასტერკლასი ჩატარდება.
მასტერკლასს წაუძღვება ირაკლი ჩხარტიშვილი, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს გაყიდვების, მარკეტინგისა და ზოგადად ბიზნესის მიმართულებით. ამჟამად მუშაობს საქართველოს ბანკში, უძრავი ქონების მართვისა და რეალიზაციის დეპარტმანეტში.
ლექციის განმავლობაში ბატონი ირაკლი ისაუბრებს შემდეგ თემებზე:
- გაყიდვების პროცესის არსი;
- გაყიდვების მენეჯერის ტიპები;
- მომხმარებლების ტიპები ;
- გაყიდვების როლი მარკეტინგში;
- კომპანია „ბარი-ბარში“-ის ბიზნეს მოდელის ანალიზი (რა გაყიდვების მიმართულება აქვს არჩეული და როგორ ვითარდება გრძელვადიან პერსპექტივაში);
- ომპანია „მენსა“-ს გაყიდვების მოდელი ( რა მიმართულებით ვითარდება „სტარტაპი“ და რატომ მხოლოდ „პასტა“) ;
- კლიენტის კმაყოფილების განსაზღვრა Critical success factor (CSF) ანალიზი;
- Yield management-ის მნიშვნელობა უძრავი ქონების გაყიდვებში;
- SWOT ანალიზი და კავშირი გაყიდვებთან;
- Return on Sales – მნიშვნელობა გაყიდვებში და როგორ ითვლება ის;
- ქეისი – პროდუქტის ადგილზე გაყიდვა;
მასტერკლასს ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები დაესწრებიან.
ევროპის უნივერსიტეტის საკონფერენციო ოთახი – N 506;
დრო – 12 :00 საათი.