სხვა სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა ტრენერთა ტრენინგი – „სტუდენტზე ორიენტირებული სწავლა და სწავლება უმაღლეს საგანმანათლებლო პროცესში“

evropis-universitetshi-gaimarta-trenerta-treningi-studentze-orientirebuli-scavla-da

2019 წლის 29 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით, ევროპის უნივერსიტეტის სწავლების თანამედროვე მეთოდების ტრენინგ-ცენტრის ორგანიზებით გაიმართა  ტრენერთა ტრენინგი – „სტუდენტზე ორიენტირებული სწავლა და სწავლება უმაღლეს საგანმანათლებლო პროცესში“. ტრენერთა ტრენინგი მიზნად ისახავს სწავლა/სწავლებისა და შეფასების მეთოდების განვითარებას და სწავლების თანამედროვე მიდგომების გამოყენების წახალისების გზით, სტუდენტთა მოტივაციისა და სწავლების ეფექტიანობის ამაღლებას ევროპის უნივერსიტეტში.

ტრენერთა-ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს ევროპის უნივერსიტეტის აკადემიურმა და მოწვეულმა პერსონალმა, რომლებიც კონკურსის წესით შეირჩნენ. პოტენციურ ტრენერთა შეფასება და შერჩევა განხორციელდა ტრენერთა კომპეტენციის ჩარჩოს გათვალისწინებით, რომელიც ემსახურება ტრენერთა პროფესიული სტანდარტის დანერგვას. ტრენერთა გუნდი განსხვავებული ფაკულტეტების წარმომადგენლებით დაკომპლექტდა და გასაუბრების შედეგად შეირჩა 15 ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე კანდიდატი.

ტრენერთა ტრენინგ-კურსს გაუძღვნენ საერთაშორისო ექსპერტ-ტრენერები ცენტრალური ევროპისა (უნგრეთი) და ზალცბურგის უნივერსიტეტიდან (ავსტრია) და მათ მონაწილეებს ჩაუტარეს ტრენინგი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ღირებულებებსა და ცოდნაზე დაფუძნებული  განათლება (VaKE – Values and Knowledge Educatoin), სასწავლო კურსის დიზაინი, ინტერაქტიული ლექციის დაგეგმვა და მართვა, შეფასების მეთოდები.

კურსის გავლის შემდეგ, ტრენერთა-ტრენინგის მონაწილეები ოფიციალურად გახდნენ ევროპის უნივერსიტეტის სწავლების თანამედროვე მეთოდების ტრენინგ-ცენტრის  ტრენერები, რომლებიც მომავალში ინტენსიურად გადაამზადებენ ევროპის უნვერსიტეტისა და პარტნიორი უნივერსიტეტების ლექტორებს სწავლა-სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდებში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *