სხვა სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტში მობილობა დაიწყო

evropis-universitetshi-mobiloba-daicqo

2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობით მისაღები სტუდენტების რაოდენობა პროგრამების მიხედვით:

  • ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა – 35 ვაკანსია;
  • ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა – 10 ვაკანსია;
  • ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა – 10 ვაკანსია;
  • საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა – 10 ვაკანსია;
  • სამართლის საბაკალავრო პროგრამა – 30 ვაკანსია;
  • დიპლომირებული სტომატოლოგი – 20 ვაკანსია;
  • სტომატოლოგია (ინგლისურენოვანი) – 20 ვაკანსია;
  • მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა –  5 ვაკანსია.

2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ვადები და წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

მობილობის ვადები:

  • ელექტრონულ პორტალზე www.students.emis.ge რეგისტრაცია  – 2019 წლის  31 ივლისიდან – 2019 წლის 21 აგვისტოს 18:00 ჩათვლით;
  • დოკუმენტების მიღება  – 2019 წლის  26 აგვისტოდან – 2019 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით;
  • სტუდენტთა კრედიტების აღიარება – არაუგვიანეს 2019 წლის 14 სექტემბრისა;
  • ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება სამართლებრივი აქტის პროექტის საგანმანათლებლო დაწესებულების რეესტრში ელექტრონულად ასახვა  2019 წლის 27 აგვისტოდან არაუგვიანენ 2019 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით.

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა მობილობის უფლების მოპოვების შემდეგ:

საბაკალავრო და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • განცხადება რექტორის სახელზე  (ივსება უნივერსიტეტში);
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • სასწავლო ბარათის ასლი/ამონაწერი;
  • ატესტატი ან ატესტატის ასლი (ნოტარიულად დამოწმებული);
  • სამხედრო მიწერის ასლი (მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);
  • უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტის ასლი (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისთვის).
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისთვის კანონმდებლობის შესაბამისად სწავლების უფლების მინიჭებაზე ბრძანების ასლი და გამომშვებ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანების ასლი.
  • გამომშვებ უნივერსიტეტსა და ევროპის უნივერსიტეტის პროგრამის სწავლების ენის განსხვავების დროს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველებმა უნდა დაადასტუროს შესაბამისი ენობრივი კომპეტენცია ,,ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესის“ შესაბამისად.

სამაგისტრო პროგრამებზე:

  • განცხადება რექტორის სახელზე  (ივსება უნივერსიტეტში);
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • სასწავლო ბარათის ასლი/ამონაწერი;
  • წინა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში კანონმდებლობის შესაბამისად აღიარების დოკუმენტის ასლი;
  • სამხედრო მიწერის ასლი (მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);
  • ერთიანი სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისთვის კანონმდებლობის შესაბამისად სწავლების უფლების მინიჭებაზე ბრძანების ასლი და გამომშვებ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანების ასლი.

მობილობის მსურველმა სტუდენტმა უნდა გაიაროს გასაუბრება.

ჩარიცხვის შემდეგ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

საბაკალავრო და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე

  • განცხადება რექტორის სახელზე  (ივსება უნივერსიტეტში);
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • სასწავლო ბარათი (დედანი);
  • ატესტატი ან ატესტატის ასლი ნოტარიულად დამოწმებული;
  • სამხედრო მიწერის ასლი (მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);
  • უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისთვის);
  • გამომშვები უნივერსიტეტიდან ამორიცხვის ბრძანების დამოწმებული ასლი;
  • 1 ფოტოსურათი 3X4 CD დისკთან ერთად.

სამაგისტროპროგრამებზე

  • განცხადება რექტორის სახელზე  (ივსება უნივერსიტეტში);
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • სასწავლო ბარათი (დედანი);
  • წინა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ნოტარიულად დამოწმებული; უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში აღიარების დოკუმენტი კანონმდებლობის შესაბამისად;
  • სამხედრო მიწერის ასლი (მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);
  • გამომშვები უნივერსიტეტიდან ამორიცხვის ბრძანების დამოწმებული ასლი;
  • 1 ფოტოსურათი 3X4 CD დისკთან ერთად.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *