„ევროპის უნივერსიტეტი“ 2019-2020 სასწავლო წელს აცხადებს მიღებას ,,მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე“ (60 კრედიტი), შემდეგ საგნ(ებ)ზე/მოდულ(ებ)ზე:
- ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური – I-VI კლასი);
- ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო-საშუალო საფეხური – VII-XII კლასი);
- მათემატიკა (დაწყებითი საფეხური – I-VI კლასი);
- მათემატიკა (საბაზო-საშუალო საფეხური– VII-XII კლასი);
- ისტორია (საბაზო-საშუალო საფეხური);
- სამოქალაქო განათლება (საბაზო-საშუალო საფეხური);
- გეოგრაფია (საბაზო-საშუალო საფეხური);
- ბიოლოგია (საბაზო-საშუალო საფეხური);
- ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური – I-VI კლასი);
- რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური);
საბუთების მიღების ვადები გამოქვეყნდება ამავე საიტზე.
,,მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე“ სწავლის მსურველმა პირმა დადგენილ ვადაში ,,ევროპის უნივერსიტეტში“ უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
- განცხადება რექტორის სახელზე (იწერება ადგილზე);
- რეზიუმე (CV);
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (საგამოცდო ბარათი);
- ორი ფოტო 3×4 და CD-დისკზე ჩაწერილი;
- სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
მომდევნო ეტაპი – უნივერსიტეტის მიერ დადგენილი გამოცდის ჩაბარება – ესსეს დაწერა. შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის ვადებთან დაკავშირებული ინფორმაცია გეცნობებათ საბუთების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ.
საკონტაქტო პირი: მაია ხურცილავა; ტელ: 595 33 32 42