საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა ღია კარის დღეს აცხადებს

evropis-universitetis-saertashoriso-urtiertobebis-sabakalavro-programa-ghia-karis-dghes

10 აპრილს, 17:00 საათზე, “ევროპის უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღეს აცხადებს.

საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებულ აბიტურიენტებს გიწვევთ პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად. ღია კარის დღეზე გაგაცნობენ:

  • საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამასა და სასწავლო გეგმას
  • პროგრამაზე არსებული ინტერნაციონალიზაციის შესაძლებლობებს (გაცვლითი პროგრამები, საზღვარგარეთ სტაჟირება, სასერტიფიკატო კურსები და სხვა)
  • დასაქმების შესაძლებლობებს პრაქტიკოსი ლექტორები და დამსაქმებლები

გარდა ამისა, აბიტურიენტები შეძლებენ გაცვლითი პროგრამებითა და საზღვარგარეთ პრაქტიკის პროგრამით მოსარგებლე სტუდენტების მიერ მიღებული გამოცდილების მოსმენას;

უნივერსიტეტის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმის ზურაბ ჟვანიას სახელობის დარბაზის, საქართველოს კონსტიტუციის სახელობის სასამართლო დარბაზის, EU ლაბის და სტუდენტური სივრცის დათვალიერებას.

მისამართი: “ევროპის უნივერსიტეტი”, გურამიშვილის #76

საერთაშორისო ურთიერთობების ღია კარის დღეზე სარეგისტრაციოდ მიჰყევით ბმულს: http://bit.ly/40VWni4

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *