ევროპის უნივერსიტეტის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობებია:
საერთო სამაგისტრო საგამოცდის ტიპი: B;
არანაკლებ ბაკალავრის კვალიფიკაცია;
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში.
ტესტირება ინგლისურ ენაში (აპლიკანტმა უნდა დაადასტუროს B2 დონეზე ინგლისური ენის ფლობა). სტუდენტი უფლებამოსილია ენობრივი კომპეტენციის დონის დასადასტურებლად წარმოადგინოს შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEIC, TOEFL, IELTS, Cambridge Exam) იხ. ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესი
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პირადობის მოწმობის ასლი;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან ცნობა კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე. უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში პირი ვალდებულია წარმოადგინოს მიღებული განათლების აღიარების შესახებ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი.
- სამხედრო მიწერის მოწმობა (ვაჟებისათვის);
- საგამოცდო ბარათის ასლი;
- ფოტოსურათი 3X4 ერთი ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე.
სწავლის საფასური: ერთი აკადემიური წელი 2500 ლარი
გამოცდების განრიგი
1. უცხო ენის გამოცდა – 27 სექტემბერი;
2. გამოცდა სპეციალობაში -27 სექტემბერი;
შედეგების გამოცხადება – 28 სექტემბერი; საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა – 29 სექტემბრიდან პირველი ოქტომბრის ჩათვლით.
ხელშეკრულების გაფორმების ვადა – 3 ოქტომბერი;
მისამართი: თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი 76.
ვებგვერდი: www.esu.edu.ge
ტელეფონი: 2 141 181; 2 000 171
საკონტაქტო პირი: ნინო გადილია E-mail: ngadilia@esu.edu.ge; T- 593960852.