სხვა სიახლეები

,მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა

mascavleblis-momzadebis-saganmanatleblo-programa

,,მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა“ (60 კრედიტი)

სასწავლო წელი: 2019-2020 წწ.

პროგრამის ხანგრძლივობა: ერთი წელი

საბუთების მიღება – 25 სექტემბრის ჩათვლით.

მიღება ცხადდება შემდეგ საგნ(ებ)ზე/მოდულ(ებ)ზე:

ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური – I-VI კლასი) – 40 ვაკანსია;
ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური – I-VI კლასი) – 20 ვაკანსია;
მათემატიკა (დაწყებითი საფეხური – I-VI კლასი) – 40 ვაკანსია;
ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო-საშუალო საფეხური – VII-XII კლასი) – 10 ვაკანსია;
მათემატიკა (საბაზო-საშუალო საფეხური- VII-XII კლასი) – 10 ვაკანსია;
ისტორია (საბაზო-საშუალო საფეხური) – 10 ვაკანსია;
სამოქალაქო განათლება (საბაზო-საშუალო საფეხური) – 5 ვაკანსია;
გეოგრაფია (საბაზო-საშუალო საფეხური)– 5 ვაკანსია;
ბიოლოგია (საბაზო-საშუალო საფეხური) – 5 ვაკანსია;
ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური) – 5 ვაკანსია;

საბუთების მიღების ვადები გამოქვეყნდება ამავე საიტზე.

,,მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე“ სწავლის მსურველმა პირმა დადგენილ ვადაში ,,ევროპის უნივერსიტეტში“ უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

განცხადება რექტორის სახელზე (იწერება ადგილზე);
რეზიუმე (CV);
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (საგამოცდო ბარათი);
ორი ფოტო 3×4 და CD-დისკზე ჩაწერილი;
სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

მომდევნო ეტაპი – უნივერსიტეტის მიერ დადგენილი გამოცდის ჩაბარება – ესსეს დაწერა.

შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის ვადებთან დაკავშირებული ინფორმაცია გეცნობებათ საბუთების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ.

დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ: 0322 000171

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *