2017 წლის 8 ნოემბერს, ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა თეორიული სემინარი თემაზე – რეგიონული განვითარების პროცესები და გამოწვევები ცოდნის ეკონომიკის პირობებში: ლატვიის გამოცდილება! ღონისძიება ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტისა და გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევის ინსტიტუტის მიერ იყო ორგანიზებული.
სემინარზე მოხსენებებით ლატვიის დაუგავპილსის უნივერსიტეტის პროფესორები – ინიტა ოსტროვსკა და დიმიტრი ოლეხნოვიჩი გამოვიდნენ. ამასთან, აღნიშნული უნივერსიტეტისა და ევროპის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მოხსენების პრობლემატიკასთან დაკავშირებული თემები და სამომავლო თანამშრომლობაც განიხილეს.