სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმეს

evropis-universitetma-da-arasamtavrobo-sektoris-carmomadgenlebma-urtierttanamshromlobis

2019 წლის 3 ოქტომბერს ევროპის უნივერსიტეტმა საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის განახლების ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა საქართველოში წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციებთან:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
კავკასიური სახლი
მრავალეროვანი საქართველო
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე საკუთარ საქმიანობაზე, მანდატზე, გამოცდილებასა და სამოქალაქო ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

პარტნიორობის ფარგლებში ორგანიზაციები აქტიურად ჩაერთვებიან ევროპის უნივერსიტეტის მიერ განხორციელებულ საგანმანათლებლო ღონისძიებებში. ამასთან, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს მიეცემათ პარტნიორ ორგანიზაციებში სტაჟირებისა და დასაქმების ფართო შესაძლებლობა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებრივ მდგომარეობასთან, კონფლიქტებსა და სამოქალაქო განათლებასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ერთობლივად დაგეგმავენ ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებს. გადაწყდა თანამშრომლობა არაფორმალური განათლების მიმართულებით.

არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები და ადმინისტრაციული პერსონალი ესწრებოდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *