ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალისთვის ეფექტური კომუნიკაციის ტრენინგი ჩატარდა

evropis-universitetis-administratsiuli-personalistvis-epekturi-komunikatsiis-treningi

ევროპის უნივერსიტეტში ადმინისტრაციული პერსონალისთვის ეფექტური კომუნიკაციის სწავლების დემო ვერსია განხორციელდა.

ადმინისტრაციული პერსონალის ის ნაწილი, რომელმაც წარმატებით გაიარა აღნიშნული ტრენინგი, ყოველდღიურად, უშუალოდ არის ჩართული ინფორმაციის მიღება-გაცემის პროცესში. შესაბამისად, მათთვის ეფექტური, მიზანმიმართული კომუნიკაციის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია.

ეფექტური კომუნაკაციის უნარებს სჭირდება მუდმივი განვითარება, რათა ინფორმაციის მიღება-გაცემის პროცესი ეფექტურად და სწორად წარიმართოს.

ტრენინგი ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალისთვის ბიზნეს ქოუჩმა, ტრენერმა და ფსიქოთერაპევტმა რენატა ცომაიამ ჩაატარა.

ევროპის უნივერსიტეტი მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების განვითარებასა და მათ პროფესიულ ზრდაზე და ცდილობს, შექმნას ხარისხიანი გარემო, მათი თვითრეალიზებისა და განვითარებისთვის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *