2019 წლის 6 მაისს, ევროპის უნივერსიტეტში ინოვაციური სწავლების ტრენინგ-ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენაციაზე, რომელსაც ცენტრის ხელმძღვანელი უძღვებოდა, სწავლა-სწავლების და შეფასების ინოვაციური მეთოდების ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვა და ტრენინ-ცენტრის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებიებების შესახებ ინფორმაციის გაზიარება მოხდა.
შეხვედრაზე, ცენტრის ხელმძღვანელმა, დამსწრე საზოგადოებას ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის დაგეგმილი სასერთიფიკაციო ტრენერთა ტრენინგის (ToT) და ადგილობრივ ტრენერთა შერჩევის პირობების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
ცენტრი გეგმავს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას სწავლისა და სწალების პროცესში; სხვადასხვა სწავლების ინოვაციური მეთოდების აქტიურად გამოყენებას ლექცია/სემინარზე და ამით სტუდენტის ინტერესისა და მოტივაციის გაღვივებას.