სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

სტაჟირება პარლამენტში სამართლის პროგრამის სტუდენტებისთვის

stazhireba-parlamentshi-samartlis-programis-studentebistvis

ევროპის უნივერსიტეტის სამართლის პროგრამის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ კონრად ადენაუერის ფონდისა და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ გამოცხადებულ  2019 წლის სტაჟირების პროგრამაში.

2018 წლიდან ადენაუერის ფონდმა, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად საფუძველი ჩაუყარა საპარლამენტო სტაჟირების პროგრამას. პროგრამის ფარგლებში, კონკურსის წესით შერჩეული სტაჟიორები გადიან ერთწლიან ანაზღაურებად სტაჟირებას კომიტეტში. ფონდის საპარლამენტო სტაჟიორები ჩართულნი არიან ფონდის მიერ განხორციელებულ ტრენინგ პროგრამებსა და სემინარებში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გააგზავნოთ ქვემოთ მითითებული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: shorena.gharibashvili@kas.de სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ – “საპარლამენტო სტაჟირების პროგრამა”.

·         CV (ინგლისურ ან ქართულ ენაზე);

·         სამართლის სკოლის ნიშნები/GPA

·         სამოტივაციო წერილი რომელშიც მითითებული იქნება, თუ რატომ არის კანდიდატი დაინტერესებული სტაჟირების პროგრამით (ინგლისურ ან ქართულ ენაზე).

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 21 ოქტომბერი 18:00 საათი. გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

ასევე, იხილეთ მითითებულ ბმულზე ინფორმაცია კონრად ადენაუერის ფონდის მიერ  შემოთავაზებული სტიპენდიების შესახებ:

https://campus.kas.de/documents/1522745/1821806/How+to+apply+for+a+scholarship.pdf/c3f6c42d-e473-45c5-b6b2-38f2eedda71f    

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *