11-12 ოქტომბერს, ლატვიაში, დაუგავპილსის უნივერსიტეტში რიგით მე-14 საერთაშორისო აკადემიური კონფერენცია ჩატარდა, თემაზე: „სოციალური მეცნიერება რეგიონული განვითარებისთვის“.
კონფერენციაზე ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი ბ-ნი გივი ბედიანაშვილი პლენარული სხდომის პირველ დღეს მოხსენებით გამოვიდა თემაზე: „რეგიონული სისტემები ქვეყნის გლობალური კონკურენტუნარიანობის ამაღლების კონტექსტით“.
აღსანიშნავია, რომ ევროპის უნივერსიტეტის ვიცე რექტორი, პროფესორი ბ-ნი გოჩა თუთბერიძე და ბ-ნ გივი ბედიანაშვილი დაუგავპილსის უნივერსიტეტის მიერ გამოცემული ჟურნალის „რეგიონული კვლევების“ სარედაქციო კოლეგიის წევრები არიან.
ვიზიტის ფარგლებში ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი ბ-ნი გივი ბედიანაშვილი დაუგავპილსის უნივერსიტეტის წარმომადგენლებსაც შეხვდა, სადაც ურთიერთნამაშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს.
ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი ლატვიაში გამართულ რიგით მე-14 საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა
17
Oct