20 ოქტომბერს, ათენის ქართული ინსტიტუტის ორგანიზებით, განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიის“ ბაზაზე, ევროპის უნივერსიტეტის რექტორის, პროფ. ლაშა კანდელაკიშვილის საჯარო ლექცია-დისკუსია გაიმართა თემაზე: „საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობები უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის“, ლექციის თანამომხსენებელი პროფ. ალექსანდრე ნონეშვილიც იყო, რომელიც ამავე უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის მუზეუმის დირექტორია. ბ-ნი ლაშა კანდელაკიშვილის ინიციატივით, ევროპის უნივერსიტეტმა გამოხატა სურვილი საბერძნეთში მცხოვრები ქართველი აბიტურიენტებისთვის საქართველოში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობის მიცემის თაობაზე, სადაც კონკურსის წესით შერჩეული აბიტურიენტები, სრულიად უსასყიდლოდ შეძლებენ მიიღონ უმაღლესი განათლება „ევროპის უნივერსიტეტის“ ნებისმიერ ფაკულტეტზე და ასევე ისარგებლებენ სტუდენტთა საერთო საცხოვრებლით მთელი სასწავლო პერიოდის განმავლობაში, ინგლისურენოვან პროგრამაზე სწავლის მსურველთათვის კი ევროპის უნივერსიტეტი თავად უზრუნველყოფს მათ მომზადებას ინგლისურ ენაში და ამისთვის საჭირო ხარჯებს დაფარავს. მემორანდუმი, რომელიც ევროპის უნივერსიტეტსა და ათენის ქართულ ინსტიტუტს შორის გაფორმდა, აღნიშნული პროექტის გარდა სამომავლოდ სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებასაც გულისხმობს.
ათენში ევროპის უნივერსიტეტის რექტორის, პროფ. ლაშა კანდელაკიშვილის საჯარო ლექცია გაიმართა
24
Oct