ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა – იუგდიპ სინგჰ დუდმა და ვაიშნავი ვისვანათამა – IFMSA-ის (საერთაშორისო მედიკოს სტუდენტთა ასოციაციების ფედერაცია) გაცვლით პროექტში მიიღეს მონაწილეობა. პროექტის ფარგლებში მათ კლინიკური პრაქტიკა უნგრეთში, დებრეცენის უნივერსიტეტის ოტორინოლარინგოლოგიისა და სზეგედის უნივერსიტეტის ნევროლოგიის დეპარტამენტში გაიარეს. პრაქტიკის ხელმძღვანელების ხელშეწყობით სტუდენტებმა გაიღრმავეს თეორიული ცოდნა და გაიუმჯობესეს კლინიკური უნარები, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ სხვადასხვა პაციენტები, დასწრებოდნენ ქირურგიულ ოპერაციებს და ა.შ. სტუდენტები უნგრეთის მედიცინის სწავლების გამორჩეულ ასპექტებს გაეცნენ და თავიანთი გამოცდილება ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს გაუზიარეს.
ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა IFMSA-ის გაცვლით პროექტში მიიღეს მონაწილეობა
24
Oct