მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი მეშვიდე სტუდენტურ კონფერენციას აცხადებს

evropis-universitetis-sameditsino-pakulteti-meshvide-studentur-konperentsias-atskhadebs

ევროპის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი მეშვიდე სტუდენტურ კონფერენციას აცხადებს, რომელიც 2019 წლის 16 დეკემბერს გაიმართება.
მონაწილეობის მსურველებმა:
11 ნოემბრამდე უნდა გამოგზავნონ  მოხსენების სახელწოდება, თემის ხელმძვანელის სახელი და გვარი და სტატია, ელექრონული ფოსტით,  მისამართზე: studentconference@eu.edu.ge და სათაურის ველში მიუთითონ  კონფერენციის დასახელება. სრული მოხსენება (თემა) უნდა წარმოადგინონ 2019 წლის 2 დეკემბრამდე.

ყველას, ვინც მიიღებს მონაწილეობას კონფერენციაში, გადაეცემა სერთიფიკატი.
კონფერენციაში მონაწილეობის სახელმძღვანელო  წესები:
სტატია (3-5 გვერდი)
სტატიის სათაური (Times New Roman= 14 / B) , ავტორის და ხელმძღვანელის სახელი და გვარები, მათი ელეტრონული მისამართები  და უნივერსიტეტის დასახელება
სტრუქტურა:
1.    შესავალი
2.     მთავარი ნაწილი
3.    დასკვნა,შეჯამება
4.    გამოყენებული ლიტერატურა

ტექნიკური მოთხოვნები:
MS Word, ფორმატი – A4, დაშორება სიტყვებს შორის – 2.5, შრიფტის ზომა – 11, ხაზებს შორის მანძილი – 1.15, გამოიყენეთ გრაფიკული მასალა (JPG /GIF)
შენიშვნა: ნაშრომის სწერისას უნდა გამოიყენოთ APA  სტილი (https://www.youtube.com/watch?v=10eg_GB_A9E)

კონფერენციის მონაწილეები შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
1.    გამოყენებული სამეცნიერო ლიტერატურა და ციტირება – 5ქულა
2.    სამეცნიერო ნაშრომის სტრუქტურა – 5 ქულა
3.    საკვლევი თემის მნიშვნელობა: პრობლემა, საკვლევი თემის აქტუალობა და ფორმულირება – 10 ქულა
4.    კვლევის მიზნები – 10 ქულა
5.    კვლევის მეთოდოლოგია – 10 ქულა
6.    დასკვნა. კვლევის მეცნიერული ღირებულება ან/და კვლევის შედეგების შესაძლო პრაქტიკული გამოყენება – 10 ქულა
ჯამური ქულა – 50
ნაშრომები, რომლებიც შეფასდება 41 და მეტი ქულით, გამოქვეყნდება სტუდენტურ ჟურნალში: “Biomedical and Core Clinical Research Practice” – ინგლისურ ენაზე.
გისურვებთ წარმატებებს!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *