მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტი ტუტორის პოზიციის დაკავების მსურველი მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, კონკურსს აცხადდებს.

14-noembers-evropis-universitetshi-teoriuli-seminarebi-gaimarteba

ტუტორის პოზიციის დაკავების მსურველი სტუდენტი შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს:
•    მაღალი აკადემიური მოსწრება;
•    სტუდენტებთან, ადმინისტრაციულ და აკადემიურ/მოწვეულ პერსონალთან, ასევე გარე პირებთან კომუნიკაციის კარგი უნარები, განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა;
•    ლიდერული უნარები, პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების დროული მიღების, სტუდენტთა საჭიროებების გამოვლენისა და მათზე სწრაფი რეაგირების უნარები;
•    კარგი ინტერპერსონალური უნარები ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან მიმართებაში, შიდა და გარე ურთიერთობების განხორციელების შესაძლებლობები;
•    წერის კარგად განვითარებული კულტურა; სხვადასხვა სოციალური და მედია საშუალების გამოყენების ცოდნა (ელ.ფოსტა, ქსელები და ა.შ.);
•    გუნდური მუშაობის უნარი, შეხვედრებში აქტიური მონაწილეობა და ჩართულობა;
•    ორგანიზებულობა, მაღალი მოტივაცია, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
•    კონსტრუქციული უკუკავშირის უზრუნველყოფის უნარი;
•    დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
•    სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობისთვის მზადყოფნა.

კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმები:
ა) აქტიური სტუდენტის სტატუსი;
ბ) გავლილი უნდა ჰქონდეს მინიმუმ 60 კრედიტი;
გ) მაღალი აკადემიური მოსწრება (შეფასდება GPA-ს საფუძველზე);
დ) ტუტორობის მოტივაცია;
ე) აკმაყოფილებს ტუტორის პოზიციის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს.
წარმოსადგენი დოკუმენტები:
ა) სამოტივაციო წერილი – ერთგვერდიანი ესე ახსნა-განმარტებით, თუ რატომ გსურთ ტუტორის პოზიციის დაკავება;
ბ) რეზიუმე/CV;
გ) 2 სარეკომენდაციო წერილი: სასწავლო კურსის ლექტორის (ნებისმიერი) და სასწავლო პროცესის მენეჯერებისაგან.

გთხოვთ აღნიშნული დოკუმენტები გადმოგზავნოთ 12 ნოემბრის, 18:00 სთ-ს ჩათვლით,შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: studentinfo@eu.edu.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *