7 ნოემბერს, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის მასტერ კლასი ჩატარდა.
მასტერკლასის მთავარი თემა საკონფერენციო სტატიის წერის ტექნიკა იყო.
მასტერკლასს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის უფროსი ლოლიტა შენგელია და ევროპის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის თანამშრომელი ანა კულოშვილი უძღვებოდნენ.
მასტერკლასი შემდეგ ძირითად საკითხებს მოიცავდა:
• სამეცნიერო ბაზებიდან სანდო და რელევანტური წყაროების მოძიება; • როგორ ავირიდოთ თავიდან პლაგიატი • ტურნიტინის გამოყენების წესები
მასტერკლასის ბოლოს, სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება წინა კონფერენციის მონაწილეებმა, საბარუ ვენკატა ნაგა მეგანამ და ალიკია ჩიპურუპალიმ გაუზიარეს.