14 ნოემბერს, ევროპის უნივერსიტეტში გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით თეორიული სემინარი გაიმართა.
პირველი მოხსენების თემა იყო: „მე -14 ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “სოციალური მეცნიერებები რეგიონული განვითარებისთვის 2019” (დაუგავპილსის უნივერსიტეტი, ლატვია). მომხსენებელი: პროფ. გივი ბედიანაშვილი.
პროფესორმა გივი ბედიანაშვილმა სემინარის მსმენელებს მიაწოდა ინფორმაცია დაუგავპილსის მე-14 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შესახებ, სადაც იგი მოხსენებით გამოვიდა პლენარულ სხდომაზე, თემაზე: „რეგიონული სისტემები ქვეყნის გლობალური კონკურენტუნარიანობის ამაღლების კონტექსტით”.
ვიზიტის ფარგლებში პროფესორი გივი ბედიანაშვილი დაუგავპილსის უნივერსიტეტის რექტორს პროფესორ ირენა კოკინას შეხვდა, შეხვედრები დაუგავპილსის უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენლებთანაც გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრებზე ურთიერთნამაშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს, როგორც სამეცნიერო-კვლევით, ასევე სწავლების და სტუდენტთა ურთიერთგაცვლის სფეროებში.
შემდეგ თეორიული სემინარის სხდომა დაეთმო თსუ-ს დოქტორანტის ქუჯი ბიჭიას მოხსენებას, თემაზე: „ჯგუფური ქცევა და ეკონომიკა“. მომხსენებელს შეკითხვებით მიმართეს: პროფესორებმა გივი ბედიანაშვილმა, დიმიტრი აბზიანიძემ, სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელმა ლოლიტა შენგელიამ, თსუ სტუდენტებმა: ზურაბ აბრამიშვილმა და ზვიად გაბროშვილმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტმა ლევან კიკილაშვილმა.