22 ნოემბერს, ევროპის უნივერსიტეტში სწავლების თანამედროვე მეთოდების ტრენინგცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი – სწავლების თანამედროვე მეთოდები უმაღლეს განათლებაში. ტრენინგს უძღვებოდნენ ტრენინგცენტრის ტრენერები – ოლია რჩეულიშვილი, ლოლიტა შენგელია და მარიამ კილანავა. ტრენინგზე გახილული იყო.
ტრენინგის ფარგლებში შემდეგი საკითხები განიხილეს:
• სწავლების თანამედროვე მეთოდების ძირითადი მახასიათებლები და უპირატესობები,
• ტექნოლოგიათა ჩართვის ვარიაციული გზები სწავლების პროცესში;
• ინტერაქციული ლექციის წარმართვის მნიშვნელოვანი ასპექტები და
• ცოდნასა და ღირებულებაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი ( VaKE method)
ტრენინგი ჩატარდა ევროპის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების წარმომადგენელთათვის.
დეკემბრის თვეში, ინოვაციური სწავლების ტრენინგცენტრის ორგანიზებით სხვა მიმართულების ტრენინგებიცაა დაგეგმილი.