2018 წლის მხიარულთა და საზრიანთა ფესტივალზე, რომელსაც კურორტი საირმე მასპინძლობდა, ევროპის უნივერსიტეტის გუნდმა უვიზო ფესტივალის აღმოჩენის თასი, სერტიფიკატი და კურორტ საირმეში საგზური მოიპოვა.
ევროპის უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ სტუდენტები – ბენჯამინ ლომსაძე, ნიკა თაბუკაშვილი, ზუკა დანელია და ააშიშ გაჰლოტი. აღსანიშნავია, რომ სწორედ ინდოეთის მოქალაქე ააშიშ გაჰლოტის ფესტივალში მონაწილეობამ ღონისძიება საერთაშორისო ფესტივალად აქცია.
მხიარულთა და საზრიანთა ფესტივალი საირმეში უკვე მესამე წელია ტარდება. წელს ფესტივალში 15 გუნდი მონაწილეობდა. 3 თასიდან ერთ-ერთის მფლობელი კი ევროპის უნივერსიტეტის გუნდი უვიზო გახდა. ფესტივალის ფარგლებში, 3 დღის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის ლექცია, ტურნირი და გასართობი ღონისძიება გაიმართა.
გუნდ უვიზოს სცენარისტი
ნოე ჟორჟოლიანი: PostTV-ის მსახიობი და სცენარისტი