სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის სიახლეები

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „მართლმსაჯულების აქტუალური პრობლემები“

saertashoriso-sametsniero-konperentsia-temaze-martlmsajulebis-aktualuri-problemebi

19 ოქტომბერს, ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „მართლმსაჯულების აქტუალური პრობლემები“ გაიმართა.

კონფერენციის მომხსენებლებმა ქართულ მართლმსაჯულებაში არსებულ გამოწვევებზე, მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტების ქართულ მართლმსაჯულებაში დანერგვის პრაქტიკასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს.

კონფერენციის მომხსენებლები როგორც ქართველი პრაქტიკოსი პროფესორები, ასევე უცხოელი ადვოკატები და სტუმრები იყვნენ, რომლებმაც საკუთარი საერთაშორისო გამოცდილება ქართველ კოლეგებს გაუზიარეს.

მიმაგრებული ფაილები:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *